Monday, February 21, 2011

გენუელთა კოლონიები საქართველოს შავიზღვისპირეთში

*1320 Pietro Vesconte.
1096 წელს,რომის იმპერიის ერთ–ერთმა პატარა სამოქალაქო კომუნამ–გენუამ,იმპერატორისაგან სრული თვითმართველობა მიიღო.გენუაში დამყარდა რესპუბლიკური წყობა და ძალაუფლება მოქალაქეთა აღჩეული დოჟების ხელში მოექცა.ამგვარად შეიქმნა ე.წ "გენუის უნეტარესი რესპუბლიკა",რომელიც ნელ–ნელა გაძლიერდა,და მალე ხელში ჩაიგდო ხემლთაშუაზღვისპირეთის დიდი ნაწილი;პირველი ჯვაროსნული საშქრობის დროს კი ანტიოქიის სასულთნო,სადაც გენუელებმა პირველი კოლონია დააარსეს.





XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე გენუელებმა აღმოსავლეთში თავიანთი უმნიშვნელოვანესი მოწინააღმდეგენი–ვენეციელები დაამარცხეს და მათი სტრატეგიული ინტერესების სფეროში შავი ზღვისპირეთივ მოექცა.პირველი გენუური კოლონია ყირიმის ნახევარკურძულზე დაარსდა 1266 წელს,რომელსაც კაფა(Kaffa) ეწოდა(ახლანდელი ფეოდოსია).მალე გენუელებმა ფეხი მთელ ყირიმში მოიკიდეს და კოლონიები შექმნეს:ჩემბალო(Cemballo) სუდაკი(Sudak) ქერჩი(Kerch).XIV საუკუნის დასაწყისში გენუელებმა ყურადღება შავი ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროებსაც მიაქციეს..ამის შესახებ იმხანად კაფაში მოღვაწე გენუელი კათოლიკე ესპიკოპოსი ბერნარდო მორო(Bernardo Moreno) გვაწვდის:"შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროები ქრისტიანი ხალხის–ქართველების ხელთაა,რომელსაც მეფე ბედიანი მეთაურობს...მის საბრძანებელში ყველაფერი უხვად არის ყველაფერი,რაც უნეტარესი რესპუბლიკის ვაჭრებს აინტერესებთ"–წერს იგი გენუის დოჟთა საბჭოში გაგზავნილ ანგარიშში.

*c.1385. Guillem Soler.Biblioteca Nacional, París.

       
რამდენადაც გენუელები შავიზღვისპირეთში ბიზანტიის იმპერატორის ნებართვით დამკვიდრდნენ,ხოლო ქართველები(კერძოდ ოდიშის მთავარი "ბედიანო"(დადიანი),რომლესაც იხსენიებს მორენო) კონსტანტინოპოლის ხელქვეითნი არ იყვნენ,ცხადია,პირველ ხანებში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გენუური სავაჭრო ფაქტორიების ჩამოყალიბება ძნელი იყო.კაფას ქრონიკებში არაერთ ჩანაწერს შეხვდებით,სადაც გენუელთა და ქართველთა დაპირისპირების შესახებ არის ცნობები;ქართულ წყაროებში კი,რატომღაც,გენუელთა თაობაზე ბევრი არაფერია ნათქვამი,ეგ ალბათ გასაგებია XIV საუკუნეში საქართველო ძლიერი სამეფო იყო და მასთან იარაღით დაპირისპირებას ევროპელები თავს არიდებდნენ,ისინი ამჯობინებდნენ შეთანხმებისთვის მოლაპარაკების გზით მიეღწიათ.





კაფას ქრონიკებში შემონახული ერთ–ერთი ცნობის თანახმად,გენუელებმა ქართულ მიწაზე პირველი ფაქტორიის დაარსების უფლება 1354 წელს,ოდოშის მთავრის ბედიანოსგან(გიორგი II დადიანი 1345-1384) მიიღეს,რომელიც ამის თაობაზე თავის "სენიორს" ანუ ანუ უფროსს–საქართველოს მეფეს მოელაპარაკა[Agostino Giustiniani-Annali della repubblica di Genova.P-304]გენუელებს მიწა თანამედროვე სოხუმის ტერიტორიაზე გამოეყოთ.იქ აგრეთვე ააგეს კათოლიკური ტაძარი,სასაფლაოსთვისაც მიწა აკურთხეს და ფაქტორიას მაღალი ღობე შემოარტყეს.ახალდარსებულ ფაქტორიას სებასტოპოლისი(Sebastopolis) ამ ადგილზე არსებული ანტიკური ბერძნული კოლონიის(Διοσκουριάς) და რომაული(Sebastopolis) პუნქტის მოსაგონებლად.ფაქტორიის პირველ კონსულად ამბროჯიო დი პიეტრო(Pietro di Ambrosini) დაინიშნა.აღსანიშნავია რომ 1330 წელს ცხუმში(სოხუმი) უკვე იყო კათოლიკური სამწყსო(პეტრუს გერალდის 1330 წლის წერილი კენტერბერიის არქიეპისკოპოსისადმი).





ფაქტორიის დაარსების ნება მეფე დავით IX ორი მიზეზის გამო მისცა.იმხანად საქართველო ეკონომიკურ კრიზისში იყო(ახალგათავისუფლებული მონღოლებისგან) და ვაჭრობა ფაქტიურად ჩამკვდარი იყო,ამასთანავე 1354 წელს გენუელებმა მორის საზღვაო ბრძოლაში გაანადგურეს ვენეციის რესპუბლიკის სამხედრო–საზღვაო ძალები,რის შედეგადაც მთელ იმჯამინდელ ევროპასა და წინა აზიაში უდიდესი გავლენა მოიპოვეს.ბუნებრივია ეკონომიკურად დაუძლურებული საქართველოსთვის შესანიშნავი მოვლენა იქნებოდა ამგვარ სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობა.ამასთანავე დიდი შავი ჭირის შემდეგ(1348) საქართველოშიც მძვინვაებდა ეს სენი,ხოლო ფაქტორიის მკვიდრთა შორის დახელოვნებური ექიმებიც იყვნენ.





უპირველეს ყოვლისა,ცხუმში(Sebastopolis) დაფუძნებულმა გენუელებმა საქართველოს შავიზღვისპირეთის დაწვრილებითი რუკები შეადგინეს,რომელთაც დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ.აღსანიშნავია,რომ გენუურ რუკებზე აღნიშნულია ამჟამინდელ "აფხაზთა" წინაპრების სამშობლოც–ყუბანისა და ზელენჩუკის სათავეებტან გამოკვეთილად იკიტხება წარწერა "აბზოე"(Abzoe),ხოლო 1360 წლის რუკაზე,ახლანდელი კოდორის ჩრდილოეთით მონიშნულ ტერიტორიაზე კი წერია:"მომთაბარე აბაზა ტომების დროებითი სადგომი,საიდანაც ისინი გადმოდიან ავოგაზიის მიწაზე"რა საკვირველია "ავოგაზია" არის აფხაზეთი.ხოლო მისი მოსახლეობის უმრავლესობა იმხანად ქართული იყო.





აფხაზეთის გარდა გენუურ რუკებზე საქართველოს სხვა შავიზღვისპირეთის სხვა პუნქტებიცაა აღნიშნული– San Giorgio(გრიგოლეთი) Lo Vati(ბათუმი) Gonea(გოიო) Lo Fasso(ფოთი).საინტერესოა ერთი ფაქტი,რომ გენუურ(და სხვაც) რუკებზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მრავალ პუნქტთან ერთად ხუთჯვრიანი დროშა და ვერცხლისფერი მარჯვენა ხელისგულია(რომელიც ამჟამად აფსუა სეპარატისტების იფიციალურ სიმბოლოდაა აღიარებული) გამოსახული.ხოლო ეს ხილუსგული რუკებზე არც მეტი,არც ნაკლები–მეფე გიორგი V ბრწყინვალეს(სავარაოდოდ) გრაფიკული სიმბოლოა,რაც იგივე გენუური რუკების მინაწერიდან მტკიცდება."საქართველოს დიდი მეფის მამულები"– აწერია აწერია 1314(1315) წლით შედგენილ რუკას,სადაც ვერცხლისფერი მარჯვენა სოხუმის გარდა,გაგრასთან და გონიოსთანაა გამოსახული(ეს ხელისგულის სიმბოლო გამეორდება 1385 წლის გილერმო სოლერის პორტოლანზე,სოხუმის აღსანიშნავად,ანუ დადიანის რეზიდენციის ადგილას).ამდენად,ესაა არა აფსუა,არამედ უძველესი ქართული სიმბოლო,რომელიც მბრძანებელს,ბატონს აღნიშნავს.ბუნებრივია იმ დროს გონიო(Gonea) გაგრა(Cacari) და სოხუმი(sebastopolis) უშუალოდ მეფის სამფლობელოებად,ანუ დომენად მიიჩნეოდა.






XIV შაუკუნის შუა ხანებში გენუის და ვენეციის რესპუბლიკის ფლოტებს შორის,მოხდა დიდი შეტაკებები,და რა საკვირველია ამ რესპუბლიკებმა საერთოდ შეწყვიტეს ყოველგვარი ურთიერთობა.ამან მტელ ევროპასა და ლევანტში დიდი ეკონომიკური სიდუხჭირე გამოიწვია.შესაბამისად,საჭირო გახდა,გენუელ და ვენეციელ ვაჭრებს შორი ვინმეს შუამავლობა ეკისრა.როგორც გენუური,ისე ვენევიური ქრონიკები ირწმუნებიან,რომ ეს როლი კარგად მოირგეს ქართველებმა–მაგალითად,ერთ–ერთ ვენეციურ სავაჭრო აქტში პირდაპირ წერია,რომ 1360 წელს კონსტანტინოპოლში ვინმე გიორგი მეგრელმა ვენეციელებს სეპასტოპოლისიდან(ცხუმი) ჩამოტანილი,გენუელების დაზადებული თაფლის სანტელი მიჰყიდა,ხოლო სებასტოპოლისში,სანაცვლოდ ვენეციური ბროლი წაიღო. გენუურ ქრონიკში კი წერია,რომ კაფას ბაზარზე ვენეციური საჭურველი და იარაღი(რაზეც მაშინ დიდი მოთხოვნილება იყო) სწორედ ქართველ ვაჭრებს შეჰქონდათ,თანაც–უშუალოდ ვენეციიდან.





XV საუკუნის დასაწყისისათვის გენუელებს აფხაზეთში უკვე ათზე მეტი სავაჭრო ფაქტორია ჰქონდათ(Cacari–გაგრა; Santa Sofia–ახალაძე; Pezonda–ბიჭვინთა; Cavo de Buxo–ზბეზბიზ ნავსადგური/ბზიფი; Nikofsa–ათონი Sebastopolis–ცხუმი/სოხუმი Sant Angello–ენგურთან ახლოს; Tamasa–ტამიში Negapotamo–ენგური.).ამ დროს ადგილობრივი მოსახლეობა მათდამი უწიდდებულად მშვიდობიანად განწყობილი აღარ იყო.სებასტოპოლისის კათოლიკე ეპისკოპოსი 1414 წელს წერს რომის პაპსის კარზე გაგზავნილ წერილში,რომ ახლანდელ განთიადში(Lo Laiasso) ადგილობრივმა გლეხებმა გენუელებს სასაფლაოს ადგილის შერჩევის ნება არ მისცეს,აგრეთვე ხელი შეუშალეს კათოლოკირი მესის აღვლენაში.ეპისკოპოსი ადგილობრივ მოსახლეობას "მეგრელებით" მოიხსენიებს,არაც იმის დამამტკიცებელია,რომ ამ დროს იქ აბსოლუტური უმრავლესობა ქართველები ცხოვრობდნენ.







1465 წელს გენუელებმა სცადეს დაეხარკათ ის ქართული მოსახლეობა,რომლებიც ადგილობრივ გენუურ ფაქტორიებში ვაჭრობდა.ამან ცხადია ოდიშის მთავრის უკმაყოფილება გამოიწვია და მან დასახმარებლად ჩრდილოეთ კავკასიელ მტიელებს უხმო– დაქირავებულ ჩერქეზების ლაშქარმა სებასტოპოლისს ალყა შემოარტყა და წყლის მილები გადაუჭრა.სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა,მაგრამ კაფაში მდებარე "სან–ჯორჯოს" ბანკმა,რომელიც სებასტოპოლისის ფაქტორიას აფინანსებდა,მთავარ კონსულს ურჩია,საომარი მოქმედებების დაწყება ნებისმიერი საშუალებით თავიდან აეცილებინა,ხოლო იმავე წლის მაისში გენუიდან კაფაში,კაფიდან სებასტოპოლისში ე.წ "პროტექტორები" ჩავიდნენ ,რომლებიც დოჟთა საბჭოს მიერ იყვნენ გამოგზავნილნი.მათ ოდიშის მტავარ "ბედიანოს"(ამ სახელიტ იხსენებენ გენუელი ქრონიკიორები ლიპარიტ I დადიანს ) ალყის მოხსნა სთხოვეს და ოფიციალურად განაცხადეს,რომ ქართველ მოსახლეობას ხარკს არარ დააკისრებდნენ.





"ვიმედოვნებთ,რომ ყველა ის გაუგებრობა და უკმაყოფილება,რაც აქამდე არსებობდა ჩვენს შორის,მოგვარდება.ჩვენ არ ვართ დამპყრობლები,და აღარ უნდა ვიმოქმედოთ ისე,რომ დაპირისპირებას ხელი შევუწყოთ..ადგილობრივ მოსახლეობას ხარკს და ბაჟს ნუ გამოართმევთ და ნება დართეთ ჩვენს ფაქტორიაში თავისუფლად ივაჭრონ..."წერდა გენუის მთავარი დოჟი სებასტოპოლისის კონსულს.გენუელმა პროტექტორებმა ლიპარიტ დადიანთან საერთო ენა მალევე გამონახეს,რადგან ორივე მხარე დაინტერესებული იყო მჭიდრო ურთიერთობით.დოჟმა საბჭოს პროტექტორებს მადლობა გადაუხადა,თუმცა ქართველებს და გენუელებს შორის ურთიერთობა სავსებიტ მაინც არ მოწესრიგებულა.1470 წელს გენუელებმა ოდიშში საგანგებო ელჩი იავლინეს,მას უნდა მოეგვარებინა რიგი პრობლემები სებასტოპოლისის ფაქტორიის მიწებთან დაკავშირებით;საქმე ის იყო,რომ ოდოშის მთავარმა,მამადავლე(სამსონ დაულა დადიანი) გენუელებს სახნავ–სათესი მიწები წაართვა და განუცხადა,რომ მიწადმოქმედება ვაჭრების საქმე არ იყო,ვაჭრებს კი მიწაზე ძირითადად,ბოსტნეული მოჰყავდათ,რადგან კაფადან შემოტანა არ ხერხდებოდა.როგორც მოსალოდნელი იყო,ხსენებული პრობლემა მალე მოგვარდა–გენუელმა ელჩმა შამადავლე დადიანს ხელშეკრულება დაუდო,რომლის თანახმად სახნავ–სათესი მიწების სარგებლობის სანაცვლოდ,ფაქტორიის ვაჭრებს მისთვის ყოველთვიურად გარკვეული გადასახადი უნდა მიეცათ,ხოლო ქართველი ვაჭრები ყოველგვარი ბაჟისგან თავისუფლდებოდნენ.შამადავლე დადიანი ხელშეკრულებით დიდად კმაყოფილი დარჩა,რადგან მისი შემოსავალი,თითქმის ორმაგდებოდა.ამის შემდგომ 1473 წელს სებასტოპოლის მთავარ კონსულად დოჟთა საბჭომ დონ ქრისტეფორო დე კანევალე აირჩია და გამოგზავნა,რომელიც ფაქტორიის უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო(?).მან კარგად მოახერხა შამადავლე დადიანის გულის მოგება და გაუგებრობები აღარ წარმოქმნილა.





შავიზღვისპირეთში გენუელთა კოლონიების მძიმე დრო XVსაუკუნის 70–იანი წლებიდან დაუდგათ.რეგიონში ოსმალები მომძლავრდნენ,და ყველა ადრე ჩადენილი ცოდვა "გაუხსენეს"(კერძოდ ბიზანტიისმოკავშირეობა 1453 წელს,კონსტანტინოპოლის ალყის დროს.).ეს უბრალოდ საბაბი იყო,რადგან ოსმალებს შავი ზღვა თავიანთ არეალად მიაჩნდათ და მათი წარმოდგენით გენუელებს იქ არაფერი ესაქმებოდათ.ოსმალების ულტიმატუმმა განაცვიფრა დოჟები,მაგრამ ისინი რაგმატულად აზროვნებდნენ,და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს,და უბრძანეს ფაქტორიების კონსულებს მაქსიმალურად სწრაფადდაეტოვებინათ ფაქტორიები,და გენუაში დაბრუნებულყვნენ.კონსულებმა შეასრულეს ბრძანება და დატოვეს ფაქტორიები და გენუაში გაემგზავრნენ.დაიცალა სებასტოპოლისის ფაქტორიაც,მაგრამ ამასთან დაკავშირებით გენუურ ქრონიკაში მეტად საინტერესო ჩანაწერია:"მოვახსენებთ უნეტარეს დოჟებს რომ [Mengrelia] მთავარი წინააღმდეგია სებასტოპოლისის ფაქტორიის ტერიტორია ოსმალებს გადავცეთ...საქმე ისაა,რომ მთავრის განცხადებით,აღნიშნული მიწა უხსოვარო დროიდან[Da tempo immemorabile] მის წინაპრებს ეკუთვნით და ოსმალებს იქ არაფერი ესაქმებათ",–წერდა დონ ქრისტეფორო დე კანევალე დოჟთა აბჭოს.საბოლოოდ სებასტოპოლისის ფაქტორიის ტერიტორია შამადავლე დადიანის ჯარებმა დაიკავეს,რამაც დიდად განარისხა ოსმალები,;მათ გენუის რესპუბლიკის წარმომადგენლობა სტამბოლიდანაც გააძევეს და დარდანელის და ბორფორის სრუტეებიც სამუდამოდ ჩაუკეტეს გენუურ ხომალდებს.



ამრიგად,საქართველოს შავიზღვისპირეთში გენუელთა სავაჭრო კოლონიებმა 121 წელი იარსება.მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოსა და დასავლეთ ევროპას შორის ურტიერთობათა ჩამოყალიბებაზე.თუმცაღა,აღსანიშნავია ისიც,რომ გენუელების კოლონიზაცია არ ყოფილა ისეთი ძლიერი,და ისინი ვერ ახვევდნენ თავიანთ სურვილებს საქართველოს მმართველ წრეებს თავს,როგორც სხვაგან.მიუხედავად ამისა,გენუურ ქრონიკებში ყველაზე მეტი ჩანაწერი საქართველოს შესახებ გვხვდება,და ეს არცაა გასაკვირი–XIV-XV მიჯნაზე საქართველო ანგარიშგასაწევი ძალა იყო იმდროინდელ მსოფლიოში,და ევროპელები ურთიერთობითაც დაინტერესებულნი იყვნენ.

1 comment: